Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტარე:“ ლაციო სარის იდეებს ნელ-ნელა ეჩვევა“

ნაპოლისთან მატჩის წინ, ლაციოს დირექტორმა იგლი ტარემ კომენტარი გააკეთა.

„სარისთვის ეს გამორჩეული შეხვედრაა, რადგან ჩვენ ყველამ ვიცით, თუ რა კარგი პერიოდი აქვს მას ნაპოლის თავკაცის პოზიციაზე გატარებული, მაგრამ ის შესანიშნავი პორფესიონალია და რა თქმა უნდა, გუნდი ამ შეხვედრისთვის საუკეთესოდ მოამზადა.

„ჩვენ ძალიან დატვირთული გრაფიკით გვიწევს თამაში, მაგრამ ლაციო ამ გამოწვევებისთვის მზად არის. გუნდი სარის იდეებს ნელ-ნელა ეჩვევა და დარწმუნებულები ვართ, რომ გუნდი სეზონის მსვლელობისას საგრძნობლად მოუმატებს.

„პედრო ? მისი ტრანსფერი შესანიშნავი გადაწყვეტილება იყო. ის დიდებული პროფესიონალი და სამაგალითო ფეხბურთელია როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა.“