Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტარე:“ ლაციო ფეხბურთელების დამატებას აღარ აპირებს“

ლაციოს სპორტულმა დირექტორმა, იგლი ტარემ ატალანტასთან მატჩის წინ განაცხადა, რომ გუნდმა ტრანსფერები დაასრულა და არავის დამატებას აღარ აპირებს.

„გასულ სეზონთან შედარებით გუნდს უფრო ღრმა შემადგენლობა ჰყავს და ჩემი აზრით, უფრო ძლიერებიც ვართ.

„ჩვენ დრო გვჭირდება, რომ ახალმა ფეხბურთელებმა ადაპტაციის პერიოდი გაიარონ და დახმარების ხელი გამოგვიწოდონ. პერეირას გაფორმებით ჩვენთვის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, გუნდმა 6 ფეხბურთელის დამატება მოახერხა, რაც კარგი შედეგია.“