Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტარე:“ პერეირას უახლოეს დღეებში გავიფორმებთ“

ლაციოს დირექტორმა, იგლი ტარემ დაადასტურა, რომ ანდრეას პერეირა ლაციოს უახლოესი დღეების განმავლობაში შეუერთდება.

24 წლის ფეხბურთელის მიმართ ლაციოს ინტერსზე ბოლო დღეებში აქტიურად იწერება და როგორც ჩანს, ბიანკოჩელესტი ტრანსფერის დახურვასთან ახლოს არის.

„პერეირა გუნდს მომდევნო 2-3 დღის განმავლობაში შეუერთდება.“ განაცხადა ტარემ.

ფეხბურთელის შესახებ კომენტარი ინძაგიმაც გააკეთა.

„პერეირას კარგად ვიცნობ. ის ძალიან ხარისხიანი მოთამაშეა, რომელსაც გუნდისთვის დიდი დახმარების გაწევა შეუძლია. ფეხბურთელზე, რომელიც ჯერ არ გაგვიფორმებია, ბევრი ლაპარაკი არ მსურს, თუმცა ანდრეასი ძალიან კარგი დანამატი იქნება.“