Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტატარუსანუ:“ ამაყი ვარ, რომ მილანის მაისურით თამაში მომიწევს“

მილანის ახალმა შენაძენმა, კიპრიან ტატარუსანუმ, რომლის სანაცვლოდაც როსონერიმ ლიონს 500,000 ევრო გადაუხადა, პირველი კომენტარი გააკეთა.

„მილანს შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად დიდი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.

„ჩემი აზრით, გუნდში მე ბალანსის მოტანა შემიძლია, რადგან მილანს ძალიან ახალგაზრდული გუნდი ჰყავს და მე მათ ჩემს გამოცდილებას გავუზიარებ.

„დონარუმა? ასაკის მიუხედავად, მან ყველას დაუმტკიცა, რომ შესანიშნავი მეკარეა და ისეთი დიდი გუნდის რიგებში შეუძლია თამაში, როგორიც მილანია. იმედი მაქვს, ერთმანეთს კარგად შევეწყობით.

„პიოლისთან და რებიჩთან ერთად ფიორენტინაში ვმუშაობდი. მას შემდეგ ჩვენ კონტაქტი არ გვქონია, თუმცა ორივე მათგანთან დადებითი დამოკიდებულება მაქვს.

„ამაყი ვარ, რომ მილანის მაისურის ტარება მომიწევს. ერთი სული მაქვს, თუ როდის ვნახავ გადაჭედილ სან სიროს, Forza Milan!”

Leave a Reply

Your email address will not be published.