Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტატარუსანუ:“ მილანში გადმოსვლა ჩემთვის დიდი გამოწვევაა“

როსონერიმ ახალი შენაძენი, კიპრიან ტატარუსანუ წარადგინა, რომელიც 1-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს, რის შემდეგაც ფეხბურთელმა პრესკონფერენცია გამართა.

„გუნდს ძალიან ამბიციური პრიექტი აქვს და ძალიან მიხარია, რომ მილანმა ნდობა გამომიცხადა და ამ უდიდეს გუნდში თამაშის საშუალება მომცა. როსონერის რიგებში მოხვედრაზე ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს.

„იტალია თითქოს ჩემი ბედისწერაა. ნაკრებში დებიუტი სწორედ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ მქონდა, შემდეგ იყო ფიორენტინაში გატარებული პერიოდი, ახლა კი მილანი… ზოგადად სერია ა-ში ბევრ რუმინელ ფეხბურთელს უთამაშია, ჩვენ აქ ადაპტაცია უფრო გვიადვილდება.

„დონარუმა? ის ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდაა. ის მაღალია, კარგი ნახტომი და შესანიშნავი რეაქცია აქვს. ყველაფერთან ერთად, მას პენალტების მოგერიება ძალიან კარგად შეუძლია.

„გულშემატკივრების გარეშე თამაში მარტივი არ არის. ჩვენ გულშემატკივრებისთვის ვთამაშობთ და მათი ემოცია და თანადგომა გუნდს ძალიან ეხმარება.

„როგორც ლიონში, აქაც მეორე კიპერად ყოფნა მომიწევს, რაც ძალიან ძნელია. შენ უნდა ივარჯიშო სრული დატვირთვით იმ აზრით, რომ შესაძლოა თამაში საერთოდ არ მოგიწიოს, თუმცა მე გამოწვევების არ მეშინია და იმედი მაქვს, რომ შანსი მომეცემა.

„სერია ა ძალიან მომწონს. აქ თითოეულ დეტალს დიდი ყურადღება ექცევა. შევეცდები, რომ ადაპტაციის პერიოდი მაქსიმალურად სწრაფად გავიარო და გუნდის წარმატებისთვის მაქსიმუმი გავაკეთო.“

Leave a Reply

Your email address will not be published.