ტაუვინი კარიერას უდინეზეში გააგრძელებს
იტალიური მედიის ცნობით, უდიენზემ ფლორიან ტაუვინის ტრანსფერი შეათანხმა და მას უახლოეს საათებში გააოფიციალურებს.
Sky Sport Italia-ს ცნობით, ტაუვინი ფრიულანელთა რიგებში ტრავმირებულ ჟერარ დეულოფეუს შეცვლის, რომელსაც მუხლზე ოპერაცია სჭირდება და რამდენიმე თვე გაუცდება.
30 წლის ფეხბურთელი უდინეზეს რიგებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან მან მექსიკურ თაიგერსთან კონტრაქტი ნაადრევად გაწყვიტა.