ტაუვინი:“ მალდინის ჩემი გაფორმება სურდა“
ფლორიან ტაუვინს მილანს თვეების განმავლობაში უკავშირებდნენ, მაგრამ მან საბოლოოდ როსონერის უარი უთხრა და ის კარიერას მექსიკურ Tigers-ში გააგრძელებს.
ფრანგი ფეხბურთელის კონტრაქტი მარსელთან სეზონის ბოლოს ამოიწურა და მილანს მისი დამატება სრულიად უსასყიდლოდ შეეძლო, მაგრამ 27 წლის ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება მექსიკაში გადაწყვიტა.
„მილანთან მოლაპარაკებებს სექტემბრიდან მოყოლებული ვაწარმოებდით, მე შეთავაზება იანვარში პირადად მალდინისგან მივიღე, მათ გარდა ჩემი შენარჩუნება მარსელსაც სურდა და საკმაოდ კარგი შეთავაზებები ლიონისგან და ატლეტიკოსგანაც მქონდა, შემდეგ კი ტაიგერსი გამოჩნდა და ყველაფერი მოკლე დროში გადაწყდა.
„რატომ ავირჩიე მექსიკა ? ბევრი მიზეზად ფულს ასახელებს, მაგრამ მე იტალიიდან, საფრანგეთიდან და ესპანეთიდან ძალიან კარგი წინადადებები მქონდა და ფულის შოვნა რომ მდომოდა, ჩინეთში ან არაბეთში წავიდოდი. აქ მე ბედნიერი ვარ, ვთამაშობ დიდ გუნდში და ტიტულებისთვის ვიბრძოლებ.“