Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტაუვინი მილანში გადასვლას დათანხმდა

ფლორიან ტაუვინი როსონერის სასურველი ფეხბურთელების სიაში უკვე დიდი ხანია იმყოფება. მარსელის ფეხბურთელს ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება და დიდი ალბათობით ის კარიერას როსონერის შემადგენლობაში გააგრძელებს.

Calciomercato-ს ინფორმაციით, 27 წლის ფრანგმა ფეხბურთელმა მილანს თანხმობა უკვე განუცხადა და მხარეები პირადი კონტრაქტის დეტალებზე მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებენ. გამოცემის მტკიცებით, მილანი ფეხბურთელს 4-წლიან კონტრაქტს, ანაზღაურების სახით კი სეზონში 3 მილიონ ევროს სთავაზობს, ტაუვინს კი 5 მილიონი უნდა, თუმცა მისი სურვილიდან გამომდინარე მილანს ფეხბურთელის დათანხმება არ უნდა გაუჭირდეს.