Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტაუვინმა მალდინის უპასუხა

გუშინ პაოლო მალდინიმ ფლორიან ტაუვინის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ის მილანის სატრანსფერო გეგმებში ნამდვილად შედის.

ტაუვინმა, რომელმაც გუშინ ნანტესს გოლი გაუტანა, მატჩის შემდეგ მალდინის კომენტარს გამოეხმაურა.

„როდესაც ისეთი ლეგენდა, როგორიც მალდინია, შენზე საუბრობს, ძალიან დიდი ისამაყის გრძნობა გეუფლება.

„ცხადია, რომ მისმა სიტყვებმა ძალიან გამახარა და მინდა, მადლობა გადავუხადო.“

ტაუვინის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს იწურება და როსონერი მისი უფასოდ გაფორმების მთავარ ფავორიტად მოიაზრება.