Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტეკა:“ მილანმა ტონალისთან მიმართებაში ლოკატელის შეცდომა არ უნდა გაიმეოროს“

მილანსა და ბრეშას შორის სანდრო ტონალის ტრანსფერზე მოლაპარაკებები გრძელდება და მალდინი ცდილობს, რომ ბრეშას ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა შეამცირებინოს.

Sky Sport-ის ჟურნალისტის მასიმო ტეკას აზრით, მილანმა ტონალი ხელიდან არ უნდა გაუშვას და ლოკატელის შემთხვევაში დაშვებული შეცდომა არ უნდა გაიმეოროს.

მილანმა ლოკატელი, რომელიც როსონერის აკადემიის პროდუქტი გახლავთ, 2019 წელს სასუოლოში 13.5 მილიონად გაყიდა და ახლა ის სერია ა-ს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, რომლითაც არაერთ იტალიური თუ უცხოური გრანდი ინტერესდება და მისი სატრანსფერო ღირებულება 40 მილიონი ევროა.

„ტონალის მიმართ გასული სეზონის განმავლობაში ძალიან ბევრი და უსაფუძვლო კრიტიკა გაისმა. ხალხს ალბათ ავიწყდება, რომ ის მხოლოდ 21 წლის არის და მილანში სადებიუტო სეზონს ატარებს.

„ბრეშადან მილანში გადასვლა მარტივი არ არის, მაგრამ მისი ტალანტი არსად გამქრალა და ყველამ ვიცით, რომ ძალიან მალე ტონალი სერია ა-ს ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველი იქნება, ამიტომ ლოკატელისთან მიმართებაში დაშვებული შეცდომა არ უნდა გაიმეოროს და ის უნდა გამოისყიდოს.“

გათიშვა