Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტენკონე:“ კიეზას სისწრაფე და ძალა არ დააკლდება“

იუვენტუსის სამედიცინო შტაბის ყოფილმა წევრმა და ცნობილმა ექიმმა ფაბრიციო ტენკონემ ფედერიკო კიეზას ტრავმის შესახებ ისაუბრა.

„კიეზამ დაზიანება სმოლინგთან შეჯახების შემდეგ მიიღო, რაც რამდენიმე წუთში ამ ურთულესი ტრავმის მიღების საფუძველი გახდა.

„მინდა გითხრათ, რომ ამ ტრავმის გამო ფედერიკო არც სისწრაფეს და არც ძალას არ დაკარგავს, ის მოედანზე ისეთივე, ან უფრო უკეთესი დაბრუნდება და ეცოდინება, თუ რა მოძრაობით შეიძლება მიიღო საკმაოდ რთული ტრავმა.“