ტეო:“ახლა მთავარია სეზონი კარგად დავამთავროთ“

მილანის მარცხენა მცველი იმედოვნებს,რომ როსონერი მიმდინარე სეზონს მაღალ ნოტაზე ჩაამთავრებს და შემდეგ სეზონზე მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებს.

მილანმა რამდენიმე დღის წინ იუვენტუშტან ნახევარფინალში 0-0 ითამაშა,თუმცა გათამაშებას მაინც გამოეთიშა.სერია ა-ში კი მილანი მე-7 ადგილს იკავებს და ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

„ჩვენ მოედანზე დაბრუნებით ძალიან ბედნიერები ვართ.ფეხბურთი ის არის,რაც ყველას გვიყვარს და გვაერთიანებს.

„იმედი გვაქვს,რომ სეზონს კარგად დავამთავრებთ და დარჩენილი ტურებისთვის დასახულ მიზნებს მივაღწევთ.ჩვენ ევროპული ჩემპიონატების საგზურის მოპოვება გვინდა და ამისთვის ყველაფერს გავიღებთ,მომავალ სეზონში კი უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.”

Leave a Reply

Your email address will not be published.