ტეო:“მილანში დარჩენა მინდა“

მილანის მარცხენა მცველის თქმით,მას როსონერიში დარჩენა უნდა და პაოლო მალდინის მადლიერია,რომ მან ფეხბურთელის შესაძლებლობების ირწმუნა.

ტეო ერნანდესი მილანს გასულ ზაფხულს შეუერთდა და მას გუნდთან კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.უკანახაზელმა მიმდინარე სეზონში 22 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 5 გოლთან ერთად 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.


„ეს ჩემს კარიერაში საუკეთესო სეზონია და ამისთვის მადლობა მილანს და პაოლო მალდინის უნდა გადავუხადო.

რეალის ყოფილმა ფეხბურთელმა უამრავი გრანდის ყურადღება მიიბყრო და მისი გუნდიდან წასვლის შესახებ ბევრი იწერება.


„მადრიდის რეალში თამაში ადვილი არასოდეს არის და სამწუხაროდ,იქ ჩემი შესაძლებლობების ჩვენება ვერ მოვახერხე.

„მილანში კი თავს ისე ვგრძნობ,როგორც საკუთარ სახლში და არსად წასვლას არ ვაპირებ.გუნდმა ჩემი ირწმუნა და მე მათ იმედებს არ გავუცრუებ.

„მილანთან კიდევ 4 წელი მაკავშირებს და დარჩენას ვაპირებ,აქ ბედნიერი ვარ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.