Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტეო:“მომავალ სეზონში უკეთესად უნდა ვიასპარეზოთ“

მილანის მარცხენა მცველმა და გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა მომავალ სეზონში როსონერის მიზნებზე ისაუბრა.

„თავს შესანიშნავად ვგრძნობ. რამდენიმე დღე დასვენების საშუალება გვქონდა და ჩვენ მზად ვართ, რომ ახალ სეზონს იგივე შემართებით შევხვდეთ.

„მიხარია, რომ გუნდის, მწვრთნელის და მალდინის გარემოცვაში დავბრუნდი და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებთ ახალ სეზონს.

„გუნდი ვარჯიშებზე მაქსიმალურად არის კონცენტრირებული, რომ საუკეთესო ფორმა აღვიდგინოთ და სეზონს მომზადებულები შევხვდეთ.

„კარგი სეზონი გვქონდა, თუმცა მთავარია, რომ მუშაობა და განვითარება განვაგრძოთ. ახალ სეზონთან ერთად, ახალი მიზნები გვაქვს და ამ მიზნების მისაღწევად უკეთესად თამაში მოგვიწევს. ჩვენ მილანი ჩემპიონთა ლიგაზე უნდა დავაბრუნოთ, რაც მარტივი არ იქნება, თუმცა გუნდს უდიდესი პოტენციალი აქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას მოვახერხებთ.

„მილანში ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. გუნდში არაჩვეულებრივი ფეხბურთელები ირიცხებიან და ჩვენ მსოფლიოში საუკეთესო გულშემატკივრები გვყავს, რომლებიც მუდამ ჩვენს გვერდით არიან. იმედი მაქვს, რომ მომავალ სეზონში გამარჯვებებს მათთან ერთად ვიზეიმებთ.“

Leave a Reply

Your email address will not be published.