Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტეომ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის ანტონიო ვიტელოს ინფორმაციით, მილანის მარცხენა მცველმა ტეო ერნანდესმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და ის 2021 წლის ბოლო მატჩისთვის, რომელსაც მილანი ემპოლის წინააღმდეგ გამართავს, პიოლის განკარგულებაში იქნება.

ტეომ გრიპის სიმპტომების და მაღალი ტემპერატურის გამო ნაპოლისთან მატჩი გამოტოვა, თუმცა როგორც ჩანს ფრანგი ფეხბურთელი სრულიად გამოჯანმრთელდა და ის მოედანზე დასაბრუნებლად მზად არის.

წყაროს ცნობით, სხვა ტრავმირებულებთან დაკავშირებით მილანის ლაზარეთიდან ახალი არაფერია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე მათგანმა ახალ წლამდე თამაში მოახერხონ.