Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტეოს აგენტი:“ არ გამიკვირდება, რომ ერნანდესმა კარიერა მილანში დაასრულოს“

მილანის ფრანგი უკანახაზელის ტეო ერნანდესის აგენტის თქმით, მისი კლიენტი მილანში უბედნიერესია და ფეხბურთელის მიმართ გაზრდილი ინტერესის მიუხედავად, ის როსონერის დატოვებას არ აპირებს.

„ყველა ფეხბურთელი პოულობს გუნდს, სადაც თავის დამკვიდრების, პოტენციის გამოვლენის საშუალება ეძლევა და უბრალოდ ბედნიერია. საბედნიეროდ, ტეომ ასეთი გუნდი უკვე იპოვნა. ის მილანშ თავს შესანიშნავად გრძნობს, მალდინისგან, მასარასგან და მილანის დიდი ოჯახისგან სიყვარულს გრძნობს.

„ერნანდესს მილანში ჰყავს შესანიშნავი, უნიჭიერესი თანაგუნდელები, დიდებული გარემო და პერსპექტივა, რომ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს, მას მოსწონს ქალაქი და ადგილობრივი კულტურა, ამიტომ არ გამიკვირდება, რომ მას კარიერის დასრულება მილანში სურდეს. ფეხბურთში წინასწარ რაიმეს თქმა რთულია, მაგრამ ერთ რამ ფაქტია, ტეო ძალიან ბედნიერია.“