Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტეოს თამაში ნაპოლის წინააღმდეგ საბოლოოდ გამოირიცხა

იტალიური მედიის ინფორმაციით, იმის მიუხედავად, რომ სტეფანო პიოლიმ ტეო ერნანდესი გუნდის განაცხადში შეიყვანა, ფრანგი ფეხბურთელი დღეს როსონერის დახმარებას ნაპოლის წინააღმდეგ ვერ მოახერხებს.

ტეოს მთელი კვირის განმავლობაში გრიპის სიმპტომები ჰქონდა და მისი თამაში საეჭვო იყო. ანტონიო ვოტელოს ინფორმაციით, ერნანდესს სიცხემ კვლავ აუწია, ამიტომ ის სახლში დარჩება და მატჩს საერთოდ არ დაესწრება.

წყაროს ცნობით, სასტარტო შემადგენლობაში ტეოს ბალო-ტურე ჩაანაცვლებს.