Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტეო:“ ახალ კონტრაქტზე შეთანხმებასთან ახლოს ვართ, კაპიტნის სამკლაურის ტარება საამაყოა…“

მილანის უკანახაზელმა ტეო ერნანდესმა, რომელმაც ვენეციასთან მატჩში დუბლის გაფორმება მოახერხა, შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

„ჩვენ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, მთელი შეხვედრის განმავლობაში ვდომინირებდით, ბევრი მომენტი შევქმენით და დამსახურებული ქულები მოვიპოვეთ, რის გამოც ბედნიერი ვარ.

„კაპიტნის სამკლაური ? რომანიოლის და კალაბრიას არყოფნის გამო, სამკლაურის გაკეთება მე მომიწია, რის გამოც ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ.

„სატურნირო ცხრილი ? ტემპი არ უნდა შევამციროთ და თითოეულ მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ, რაც ინტერზე ზეწოლას გაზრდის და იმედია პირველ ადგილზე გადასვლას მოვახერხებთ.

„კონტრაქტი ? მოლაპარაკებები პოზიტიურად ვითარდება, ჩვენ შეთანხმებასთან ახლოს ვართ და არანაირი პრობლემა არ არსებობს. მე აქ გადმოსვლის პირველივე დღიდან ბედნიერი ვარ.“