Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტეო:“ გამორჩეული 2020, მალდინი…“

მილანის გამარჯვების გოლის გამტანმა, ტეო ერნანდესმა, რომელიც მე-3 გოლი ლაციოს კარში მატჩის ბოლო წუთზე გაიტანა, კომენტარი გააკეთა.

„ძალიან მნიშვნელოვანი გოლი იყო და ძალიან სამწუხაროა, რომ მოედანზე გულშემატკივრები არ არიან და ჩვენთან ერთად ამ ურთულესი, თუმცა გამორჩეული წლის კარგ დასასრულს ვერ აღნიშნავენ.“

მალდინი მატჩის შემდეგ მოედანზე შევიდა, რომ გუნდთან ერთად წარმატება აღენიშნა და პირველი, ვისაც ის ჩაეხუტა, სწორედ ტეო იყო.

„ფაქტი, რომ ყველა დროის საუკეთესო მცველი ჩამეხუტა, ძალიან კარგ გრძნობას მგვრის. ლაციომ შესანიშნავად ითამაშა, თუმცა ჩვენ ვიბრძოლეთ და გამარჯვება დავიმსახურეთ.

„ვარ თუ არა საუკეთესო უკანახაზელი ევროპაში ? მე ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვმუშაობ და ვცდილობ, რომ საუკეთესო გავხდე. მინდა ჩემს თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო, მათ გარეშე ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა.“