Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტეო:“ გოლების გატანა მილანში ვისწავლე“

ტეო ერნანდესმა Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მე მსურს, რომ ჩემს პოზიციაზე საუკეთესო ვიყო და მე გოლების გატანა მიყვარს. სეზონში ჩემი მიზანი მინიმუმ 8 გოლის გატანაა, ერთით მეტი, ვიდრე გასულ წელს.

„ჩემთვის გოლის გატანა მარტივი არასოდეს ყოფილა და რეალურად ამის გაკეთება აქ, მილანში დავიწყე, რადგან სტეფანო პიოლის სურს, რომ მე შეტევას დავეხმარო და შემდეგ ჩემს პოზიციას დავუბრუნდე.

„ამიტომ მე წინ გავრბივარ და როდესაც ამის შანსს ვხედავ, კარში ვურტყავ, შემდეგ კი იბრა მიყვირის, რადგან მას ბურთის მიღება სურს!

„იბრა ყოველთვის ყველას საჭირო რჩევებს აძლევს, ზოგჯერ კი ძალიან გვეჩხუბება, თუმცა ვიცით, რომ ეს ჩვენთვის საუკეთესო სურვილებით აკეთებს და ამით ჩვენი მოტივირება სურს. როდესაც ზაფხულის შვებულებიდან დავბრუნდი, პირველი, რაც მან მითხრა იყო ის, რომ მე გავსუქდი და ის მართალიც იყო.

„ასევე მან მითხრა, რომ მე ყველაფერი მაქვს იმისთვის, რომ საუკეთესო გავხდე, მაგრამ ამისთვის ძალიან ბევრი მუშაობა დამჭირდება. ჩვენ ყოველდღე ძალიან ბევრს ვმუშაობთ, გუნდს შესანიშნავი წელი ჰქონდა და მილანის თითოეულ ფეხბურთელს აპლოდისმენტები ეკუთვნის.

„რეალში გატარებული პერიოდი ? მე მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და თუ მოედანზე დრო არ გეძლევა, შენს შესაძლებლობებს ვერ გამოავლენ. პიოლიმ მე ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა და მოახერხა, რომ ჩემი პოტენციალი გაეხსნა. მე მინდა, რომ საუკეთესო გავხდე, ამიტომ მოედანზე მაქსიმალურად ბევრი დრო უნდა გავატარო და არა სკამზე…“

მილანმა ტეოს დასარწმუნებლად მალდინი გააგზავნა.

„მან ჩემი გული მაშინვე მოიგო. მე ვერ ვიჯერებდი, რომ მან დამირეკა, რადგან პაოლო ჩემთვის ყოველთვის ლეგენდა იყო. მისი თითოეული სიტყვა ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გახლავთ.“

მილანში დიდებული ფორმის მიუხედავად, დიდიე დეშამი მას ნაკრებში კვლავ არ უხმობს.

„მე ველოდები, მაგრამ მას ჯერ არ დაურეკავს. ჩემთვის საფრანგეთის ნაკრებში თამაში ჩემი ძმის გვერდით ოცნებაა. ბოლო 2 წელი მთავარი მიზანი ნაკრებში მოხვედრაა და მათ ზარს მოუთმენლად ველოდები.

„სკუდეტო ? ტიტულისთვის ინტერი, რომა, იუვენტუსი და ჩვენ ვიბრძვით. ორი წლის წინ მხოლოდ იუვენტუსი იყო, ახლა კი ჩვენც იქვე ვართ და ბოლომდე ვიბრძოლებთ.

„ინტერი ძლიერი გუნდია, მაგრამ ჩემი აზრით იუვენტუსს უძლიერესი შემადგენლობა ჰყავს. ჯერ დასრულებული არაფერია და ტიტულის ბედი ბოლო ტურებში გადაწყდება.“

რომელს აირჩევდით სკუდეტოს, ადგილს ჩემპიონთა ლიგაზე თუ ევროპა ლიგის მოგებას ?

„მე ყველაფერი მინდა!“

გათიშვა