Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტეო ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსს მიიღებს ?

ფრანგული მედიის ინფორმაციით, მილანის მარცხენა მცველი ტეო ერნადნესი საფრანგეთის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსს მიიღებს.

23 წლის ფეხბურთელი სტეფანო პიოლის გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი ფეხბურთელია. მის ანგარიშზე 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა, თუმცა შესანიშნავი ფორმის მიუხედავად მას ნაკრებში თამაშის საშუალება არ ეძლეოდა.

თუმცა, პანდემიის და შესაძლო ტრავმების გამო ევროპის ჩემპიონატზე გუნდებს არა 23, არამედ 26 ფეხბურთელის წაყვანის საშუალება ექნებათ და RMC Sport-ის ცნობით, დიდიე დეშამი ერთ-ერთ დამატებით ადგილს სწორედ ტეოს დაუთმობს.