Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტეო ერნანდესი რეიტინგში დაწინაურდა…

ცნობილმა გამოცემა ESPN-მა მსოფლიოში საუკეთესო მარცხენა მცველების ათეული გამოაქვეყნა, რომელშიც სერია ა-დან მილანის ტეო ერნანდესი და ატალანტას რობინ გოსენსი მოხვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ტეო ერნანდესი გასულ სეზონში აღნიშნული სიის მე-7 ადგილს იკავებდა, თუმცა მისი კარგი თამაში უყურადღებოდ არ დარჩენილა და ახლა ის ტოპ 3-ში იმყოფება.