ტეო ერნანდესმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო

მილანის უკანახაზელის გაფორმების სურვილი პსჟ- დააფიქსირა და როსონერისთან მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო.

მილანის არც თუ ისე წარმატებული სეზონის მიუხედავად,ფრანგი ფეხბურთელი გუნდის ერთ-ერთი ნათელი წერტილი იყო და მან მიმდინარე სეზონში 6 გოლის გატანა მოახერხა,რაც გუნდში მე-2 საუკეთესო შედეგია.

რამდენიმე დღის წინ,ესპანურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია,რომ პსჟ მის გაფორმებაში დარწმუნებულები იყვნენ,თუმცა დღეს Calciomercato-მ გაავრცელა ინფორმაცია,რისი მიხედვითაც ერნანდესს მილანში დარჩენა უნდა.

მას მილანის მაისურის ტარება კიდევ დიდი ხნით უნდა და არანაირი წინადადების განხილვას არ აპირებს.ფეხბურთელი ჯერ 22 წლის არის და სურს,რომ მილანის ახალი პროექტის ნაწილი გახდეს.

მარცხენა მცველის სანაცვლოდ მილანმა რეალს 20 მილიონი ევრო გადაუხადა და ახლა მისი სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონზე მეტია.

Leave a Reply

Your email address will not be published.