Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტეო ერნანდესმა მილანში დარჩენა დააანონსა ?

დღეს ტეო ერნანდესს სპეციალური ჯილდო გადაეცა, რომელიც მის მილანში ჩატარებულ მე-100 მატჩისადმი არის მიძღვნილი.

ფრანგმა ფეხბურთელმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და მისი კომენტარის მიხედვით, ტეო როსონერის დატოვებას არც კი განიხილავს.

„ვამაყობ, რომ როსონერი ვარ.

„იმედი მაქვს, რომ კიდევ 100 და 100 და 100 მატჩს ჩავატარებ. SempreMilan!”

შეგახსენებთ, რომ როგორც სტეფანო პიოლიმ ნაპოლისთან მატჩის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე დაანონსა (იხილეთ აქ), ტეო სავარაუდოდ ხვალ გუნდს ვერ დაეხმარება.