Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტეო:“ იუვესთან გამარჯვებამ თავდაჯერებულობა შეგვმატა…“

ტორინოს განადგურების შემდეგ, კომენტარი ტურინელთა კარში გატანილი დუბლის ავტორმა ტეო ერნადნესმა გააკეთა.

ატჩის მიმოხილვა იხილეთ აქ.

„ჩვენ მილანის საუკეთესო სახე პირველივე წუთიდან წარმოვაჩინეთ და გამარჯვება ნამდვილად დავიმსახურეთ. ჩვენ ბედნიერები ვართ და უკვე მომდევნო მატჩზე ვფიქრობთ, რომელიც მიზანთან კიდევ უფრო მიგვაახლოვებს.

„იუვენტუსთან მატჩის წინ ვიცოდით, რომ წინ უმნიშვნელოვანესი შეხვედრა გველოდებოდა და სიმართლე რომ გითხრათ, ამ გამარჯვებას თავდაჯერებულობა შეგვმატა.

„ახლა ჩვენ სეზონის მთავარ მიზანთან ძალიან ახლოს ვართ და ახლა მოდუნება არ შეიძლება, ჩვენ ძალები უნდა მოვიკრიბოთ და საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.“