Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტეო:“ კარიერაში საუკეთესო პერიოდი მაქვს“

მილანის უკანახაზელის, ტეო ერნანდესის აზრით, რომელმაც პარმასთან მატჩში დუბლი გაიფორმა და როსონერი პირველი მარცხისგან იხსნა ფიქრობს, რომ მას კარიერაში საუკეთესო მომენტი აქვს.

23 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 11 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გაიფორმა.

„მას შემდეგ, რაც მილანში გადმოვედი, ძალიან მოვუმატე და კარგად დავიწყე თამაში. პარმას წინააღმდეგ კი ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩავატარე.

„ჩემი აზრით, კარიერაში საუკეთესო პერიოდი მაქვს.“