Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტეო მილანს ლაციოსთან მატჩში ვერ დაეხმარება

მილანის შემადგენლობა რომში გაემგზავრა, სადაც როსონერი ოლიმპიკოზე ლაციოს დაუპირისპირდება, სტეფანო პიოლის კი ფონს გასვლა გუნდის ერთ-ერთი ლიდერის ტეო ერნანდესის გარეშე მოუწევს.

MilanNews-ის ინფორმაციით, ფრანგმა ფეხბურთელმა ვარჯიშის დროს კუნთი გაიჭიმა, როსონერის სამედიცინო შტაბმა კი რისკზე წასვლა არ ისურვა და ის გუნდთან ერთად რომში არ გაემგზავრება.

წყაროს ცნობით, ტეოს ტრავმა სერიოზული არ არის და ის დიდი ალბათობით მომდევნო ტურში გუნდის განკარგულებაში იქნება.