Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტეო მილანში 2026 წლამდე ?

იტალიური მედიის ინფორამციით, მილანი ტეო ერნანდესს ახალ კონტრაქტს უმზადებს და ფეხბურთელის აგენტთან მოლაპარაკებებს ძალიან მალე წამოიწყებს.

ჯიჯო დონარუმას და ჰაკან ჩალჰანოღლუს უფასოდ დაკარგვის და ფრანკ კესისთან გართულებული მოლაპარაკებების შემდეგ, როსონერის ზედმეტი პრობლემების თავიდან აცილება უნდა და გუნდის ერთ-ერთ ლიდერთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურს.

ტეოს მიმდინარე კონტრაქტი მილანთან 2024 წლის ზაფხულში ეწურება და ის წლიურად გასამრჯელოს სახით 1.5 მილიონს იღებს, Tuttomercato-ს ინფორმაციით კი როსონერი ფრანგ ფეხბურთელს ხელშეკრულებას კიდევ 2 წლით, 2026 წლის ზაფხულამდე გაუხანგრძლივებს და ხელფასის გაორმაგებას შესთავაზებს.

23 წლის ფეხბურთელმა მილანში გადასვლის შემდეგ როსონერის მაისურით 83 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.