Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტეო ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სამეულში შევიდა…

ტეო ერნანდესი მოედანზე შესანიშნავი თამაშის ჩვენებას აგრძელებს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო უკანახაზელი გახდა.

ტეო რენანდესმა კროტონესთან მატჩში წარმოუდგენელი სიჩქარე – 35,1 კმ/სთ განავითარა და ზლატან იბრაჰიმოვიჩს მეორე გოლი გაატანინა. ტეოს მიმდინარე სეზონში 4 ასისტი და ამდენივე გოლი დაუგროვდა, რაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ნაყოფიერ უკანახაზელად აქცევს.

ერნანდესის შესანიშნავი ფორმა მის სატრანსფერო ღირებულებაზეც აისახება. ფრანგი ფეხბურთელი მარცხენა მცველებს შორის ბაიერნის ალფონსო დევიესის (80) და ლივერპულის რობერტსონის (75) შემდეგ, 50 მილიონ ევროდ მესამე ყველაზე ძვირადღირებული მარცხენა მცველია.