Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტერი:“ ბონუჩი და კიელინი გენერაციის საუკეთესი მცველები არიან“

ჩელსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯონ ტერიმ ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსთან მატჩის წინ ტურინელთა ლეგენდარული დუეტის, კიელინი-ბონუჩის შესახებ ისაუბრა.

„ვფიქრობ, რომ ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი ამ გენერაციის საუკეთესო მცველები არიან. მე მათ უკვე დიდი ხანია ვაკვირდები და ჩემი აზრით, რომ ფეხბურთში ამ დუეტს სათანადოდ ვერ აფასებენ.

„ბონუჩი და კიელინი ფეხბურთის ლეგენდები არიან. ბევრი ჯორჯო კიელინის ჯარიმას, რომელიც მან ევროპის ჩემპიონატში საკას წინააღმდეგ აიღო, ძალიან მარტივად უყურებს, თუმცა მერწმუნეთ, სიტუაციის ასე სწრაფად შეფასება და ასეთი სარისკო ჯარიმის აღება მხოლოდ ტოპ ფეხბურთელებს შეუძლიათ.“