Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტერი:“ მოურინიო ჩემი ფავორიტი მწვრთნელია, მილანში ტრანსფერთან ახლოს ვიყავი…“

ჩელსის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯონ ტერიმ Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მსურდა თუ არა სერია ა-ში თამაში ? 33 წლის ასაკში ჩემს გაფორმებას მილანი აქტიურად ცდილობდა. ისინი ორი აგენტის მეშვეობით დამიკავშირდნენ და ვიცოდი, რომ მათი ინტერესი სერიოზული იყო, თუმცა არაფერი გამოვიდა.

„მილანის რიგებში თამაში დიდი პატივი იქნებოდა, მაგრამ საბოლოოდ გამიმართლა, რომ მთელი ცხოვრება ჩელსიში გავატარე.

„საუკეთსეო მწვრთნელი, ვისთანაც მიმუშავია ? ჩემთვის ყველაზე გამორჩეული სპეციალისტი ჟოზე მოურინიოა. კარიერაში არაერთ გამორჩეულ სპეციალისტთან მქონია შეხება, თუმცა მან ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

„ანჩელოტი ? მე არასოდეს მინახავს, რომ ფეხბურთელები მწვრთნელისთვის ასე იხარჯებოდნენ. ის შესანიშნავი ადამიანია და ჩვენ კონტაქტს კვლავ ვინარჩუნებთ.

„კონტე ? ის ახლა ჩვენი კონკურენტია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის ტოტენჰემში წარმატებულად იმუშავებს. ანტონიოსთან ერთად ნებისმიერ ფეხბურთელს თავისი ფორმის პიკზე გასვლა შეუძლია. მე არასოდეს ვყოფილვარ ისეთ კარგ ფიზიკურ ფორმაშ, როგორშიც კონტეს ყოფნის დროს.“