Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტიაგო ალკანტარა იუვენტუსში?

SportMedaset-ის ინფორმაციით, იუვენტუსი ბაიერნის ნახევარმცველის, ტიაგო ალკანტარას ტრანსფერს განიხილავს.

ესპანელ ფეხბურთელს გერმანულ გრანდთან კონტრაქტი მომავალი სეზონის ბოლოს ეწურება და მან ახალ ხელშეკრულებაზე უარი უკვე თქვა, შესაბამისად ბაიერნს მისი გაყიდვა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოუწევს.

წყაროს ინფორმაციით, იუვენტუსი ალკანტარას სანაცვლოდ ბაიერნს დუგლას კოშტას შესთავაზებს, რომელიც ბიანკონერის რიგებში სწორედ ბავარიული გუნდიდან გადავიდა. ორივე გუნდი თავის ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ აფასებს და შეთანხმების შემთხვევაში, არც ერთ მათგანს თანხის დამატება არ მოუწევს.

იუვენტუსის გარდა, ალკანტარას სახელი ლივერპულს და მანჩესტერ იუნაიტედს დაუკავშირეს.

Leave a Reply

Your email address will not be published.