ტიაგო სილვა პსჟ-ს ტოვებს
პსჟ-ს დირექტორმა ტიაგო სილვას დაურეკა და შეატყობინა,რომ გუნდი მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აღარ აპირებს.მიმდინარე კონტრაქტი მას გუნდთან 30 ივნისამდე აკავშირებს.
მისი გაფორმების ყველაზე რეალური შანსი მილანს აქვს.სილვა როსონერის რიგებში 2009-2012 წლებში თამაშობდა და 2011-12 წლების სეზონში მოგებული სკუდეტოს შემდეგ,გუნდი დატოვა და საფრანგეთში გადავიდა სათამაშოდ.
სილვას დამატება მილანის გარდა ევერტონსაც სურს.ფეხბურთელს სექტემბერში 36 წელი უსრულდება,თუმცა თავად ფეხბურთელმა 40 წლამდე თამაშის სურვილი დააფიქსირა.