Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოლდო:“ სიმონე ინძაგი ძალიან დიდ ქებას იმსახურებს“

ნერაძურის ყოფილი კიპერის ფრანჩესკო ტოლდოს აზრით, სიმონე ინძაგიმ ინტერში ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

„სიმართლე რომ გითხრათ, ანტონიო კონტეს, აშრაფ ჰაკიმისა და რომელუ ლუკაკუს ინტერიდან წასვლის შემდეგ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ გუნდი იმ დონის შენარჩუნებას შეძლებდა, რომელმაც მათ ჩემპიონობის ტიტული მოუტანა.

„ჩემდა გასაკვირად, გუნდმა არათუ შეინარჩუნა, არამედ იმაზე კარგად თამაშობს, ვიდრე გასულ სეზონში. ნერაძურის მატჩებისადმი ახალი მიდგომა აქვს, ისინი უფრო დომინანტ, შეტევაზე ორიენტირებულ ფეხბურთს თამაშობენ და რაც მთავარია, ამ ყველაფერს შედეგიც მოაქვს.

„ვფიქრობ, რომ ინტერის წარმატებულ სტარტში უდიდესი წვლილი სიმონე ინძაგის მიუძღვის, რომელმაც ყველას დაუმტკიცა, რომ ის ასეთი საპასუხისმგებლო სამუშაოსთვის მზად არის.“