Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტოლოი ტრავმირებულია, კალაბრია ნაკრებში ბრუნდება

ატალანტას მცველმა რაფაელ ტოლოიმ გუშინ მილანის წინააღმდეგ მატჩში მონაწილეობა ტრავმის გამო ვერ მიიღო და ის ვერც იტალიის ნაკრებს დაეხმარება.

ტოლოი გასპერინის გუნდის განაცხადში იყო, თუმცა მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე კუნთი დაიზიანა და უკვე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მას აძურის რიგებში მილანის ფეხბურთელი დავიდე კალაბრია ჩაანაცვლებს.