Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტომაზო მანჩინი ტურინშია და უახლოეს პერიოდში იუვეს ფეხბურთელი გახდება

ახალგაზრდა იტალიელი ტალანტი ტომაზო მანჩინი, რომლის ტრანსფერზეც იუვენტუსი, რომა, მილანი და რამდენიმე უცხოური გუნდი იბრძოდა, ტურინში ჩაფრინდა, სადაც ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის და იუვენტუსის რიგებს შეუერთდება.

ახალგაზრდა ფორვარდი J Hotel-ში დაბინავდა, ხვალ კი ის სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ბიანკონერის 23-წლამდელთა გუნდის განკარგულებაში გადავა.

იუვენტუსი ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ ვიჩენცას 3 მილიონს გადაუხდის, რასაც მომავალში გარკვეული ბონუსები დაემატება.