ტომორის თამაში მილანურ დერბიში ისაეჭვოა
ფიკაიო ტომორის ლაციოსთან მატჩში მოედნის დატოვება ტრავმის გამო ნაადრევად მოუწია და ის დიდი ალბათობით მოახლოებულ მილანურ დერბის გამოტოვებს.
ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა და მას ბარძაყის კუნთის ტრავმა დაუდასტრუდა. ინგლისელი სერია ა-ს მომდევნო ტურის მატჩს, რომელსაც მილანი სასუოლოს წინააღმდეგ გამართავს, აუცილებლად გამოტოვებს და არც ის არის გამორიცხული, რომ მან 5 თებერვალს ჩანიშნულ მილანურ დერბიში ვერ ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ სასუოლოსთან გუნდს ვერც ისმაელ ბეანსერი დაეხმარება, რომელმაც ყვითლების მარაგი ამოწურა და 1-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა.