Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტომორის მილანში ტრანსფერი კვირის ბოლოს გაოფიციალურდება

მილანმა და ჩელსიმ ფიკაიო ტომორის ტრანსფერზე ყველა დეტალი შეათანხმეს და როსონერი ოფიციალურ განცხადებას მიმდინარე კვირის ბოლომდე გააკეთებს.

ინგლისელი ცენტრალური მცველი მილანს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა და მალევე ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა, ამიტომ როსონერიმ მის კონტრაქტში არსებული პუნქტის გააქტიურება და ტომორის 28 მილიონ ევროდ გამოსყიდვა გადაწყვიტა.

ტომორი სავარაუდოდ მილანთან კონტრაქტს 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმებს და ხელფასის სახით 3 მილიონ ევროს მიიღებს.