Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტომორის ყველაზე ცუდი მატჩი მილანის მაისურით…

ლაციოსთან მატჩში მილანის ფეხბურთელებმა არც თუ ისე კარგი მატჩი ჩაატარეს, თუმცა ყველაზე მეტი კრიტიკა ფიკაიო ტომორიმ დაიმსახურა.

Gazzetta dello Sport-ის ინფორამციით, ტომორი ჩელსიში არასოდეს თამაშობდა, ახლა კი მილანის ძირითადის უცვლელი წევრი გახდა, რამაც მისი ბრძოლსი ჟინი და სურვილი გაცილებით შეამცირა, ვიდრე როსონერის რიგებში გატარებულ პირველ კვირეებში იყო.

ეს 23 წლის ფეხბურთელის ზედიზედ მესამე არც თუ ისე დამაჯერებელი თამაშია და თუ რამდენიმე დღის წინ მისი გამოსყიდვა ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო, ახლა უკვე ეს ნაბიჯი ასეთი ნათელი აღარ არის.

Gazzetta dello Sport-მა და Corriere dello Sport-მა ტომორის 5, Tuttosport-მა კი 4.5 ქულა დაუწერა.