Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტომორი:“ ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ მილანის ნაწილი გავხდი, მალდინი ?…“

მილანის ცენტრალურმა მცველმა ფიკაიო ტომორიმ UEFA-სთან საუბრისას მილანში ტრანსფერზე და სხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან ინგლისიდან წავიდოდი და ბედს სხვა ქვეყნის ჩემპიონატში ვცდიდი, სხვა ფეხბურთში და სხვა კულტურაში.

„როდესაც მილანმა ჩემი გაფორმების სურვილი გამოთქვა, ეს ჩემთვის მცირე შოკი იყო. მამაჩემი ფეხბურთს 1980-90 წლებში უყურებდა, როდესაც მილანი დომინირებდა და ჩემპიონთა ლიგას იგებდა, ამიტომ მათი მხრიდან ინტერესი ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო.

„მე მილანში ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ. დღეს რაიმე მიზეზის გამო რომ კარიერის დასრულება მომიწიოს, მე მაინც შემეძლება ვთქვა, რომ კარიერაში ჩელსის, მილანის და ინგლისის ნაკრებში თამაშის საშუალება მქონდა, ამიტომ საწუწუნო არაფერი მექნებოდა.

„ურთიერთობა ტამისთან ? ის ჩემი ბავშვობის მეგობარია, ჩვენ ერთად გავიზარდეთ და ისე ხდებოდა, რომ ყოველთვის ახლოს გვიწევდა ყოფნა. ჩვენ ახლაც თითქმის ყოველდღე ვსაუბრობთ და ბენდიერი ვარ, რომ ის ჩემსავით იტალიაშია.

„მოგონებები მილანთან დაკავშირებით ? პირველ რიგში ჩემპიონთა ლიგის მატჩი მახსენდება, სამწუხაროდ სტამბოლის მატჩი, რომელიც იმის მიუხედავად, რომ მილანმა დათმო, მაინც დიდებული შეხვედრა გამოვიდა.

„შემდეგ კი 2007 წლის ფინალი ათენში, რომელიც მილანმა მოიგო, ასევე ძალიან ბევრი ლეგენდარული ფეხბურთელი, რომლებსაც მილანის რიგებში უთამაშიათ, მაგალითისთვის კაკა, რომელიც ძალიან მომწონდა. ამ გუნდის ნაწილი, სადაც ფეხბურთის ლეგენდარულ ფიგურებს უთამაშიათ, ძალიან დიდი პატივია.

„მალდინი ? მე მისგან საჭირო რჩევებს ვიღებ, თუ რა მხრივ შეიძლება განვავითარო ჩემი თამაში, რადგან მცირე დეტალებსაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს.

„ასეთი ლეგენდების გვერდით ვარჯიში და მათგან რჩევების მიღება არის ის, რასაც ვერ იყიდი და სხვა ვერც ვერავინ გასწავლის. ფაქტი, რომ ისინი მაკვირდებიან, ჩემს მოტივაციას კიდევ უფრო ზრდის.

„ვარჯიში იბრასთან ერთად ? ეს ძალიან ძნელია, რადგან ის წარმოუდგენლად ძლიერია, რომელიც მოედანზე ჭკვიანურად გადაადგილდება და იმის მიუხედავად, რომ 40 წლის არის, მაინც ძალიან სწრაფია.

„მის წინააღმდეგ დაცვაში თამაში ვარჯიშებზე ძალიან მეხმარება. იბრა უკვე წლებია უმაღლეს დოენზე თამაშობს და გასაკვირი არ არის, რომ მისგან ახალგაზრდა ფეხბურთელები ბევრს ვსწავლობთ. ის საკუთარი თავისგან მაქსიმუმს ითხოვს და ჩვენც ვალდებულები ვართ, რომ იგივე გავაკეთოთ.“