Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტომორი ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს

ინგლისის თავკაცმა გარეთ საუთგეიტმა დაადასტურა, რომ მილანის ცენტრალური მცველი ფიკაიო ტომორი ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ბრიტანელების განაცხადში იქნება.

ტომორის აქამდე ინგლისის მაისურით მხოლოდ ერთ შეხვედრაში აქვს მიღებული მონაწილეობა, მაგრამ იმის გამო, რომ მას ჩელსიში სათამაშო დრო არ ეძლეოდა, ტომორის ნაკრებში აღარ იძახებდნენ.

საუთგეიტმა ამ საკითხზე თავად ისაუბრა.

„ტომორის თამაშმა ჩემზე პოზიტიური შთაბეჭდილება დატოვა, მან გასულ სეზონში შესანიშნავად ითამაშა.

„ჩვენ ტომორის განვითარებას ყურადღებით ვაკვირდებით, ის არის გუნდში, რომელიც კვირიდან კვირამდე გამარჯვებისთვის იბრძვის და ვფიქრობ, რომ ფიკაიომ ლივერპულისა და იუვენტუსის წინააღმდეგ ძალიან კარგად ითამაშა.“