Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტომორი:“ იუვეს კარში გატანილ გოლს არასოდეს დავივიწყებ“

ფიკაიო ტომორიმ Milan TV-სთან საუბრისას საინტერესო თემებზე ისაუბრა და მილანის მაისურით გატანილი პირველი გოლი გაიხსენა.

„მე აქ თავს კარგად ვგრძნობ და ბედნიერი ვარ. მე ყველას ნდობას ვგრძნობ, რაც თავდაჯერებულობას მმატებს, რაც მოედანზე ჩემს თამაშზეც აისახება და განვითარების სურვილს მინარჩუნებს.

„მომდევნო სეზონს მოუთმენლად ველოდები და ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ როსონერის ფერებით ჩემპიონთა ლიგაზე, რადგან მილანს ამ ჩემპიონატზე უდიდესი ისტორია აქვს. იმედია მომდევნო სეზონში გავსებულ სან სიროზე თამაშის საშუალება მექნება, რაც სამწუხაროდ პანდემიის გამო ჩემი გუნდში ყოფნის პერიოდში არ მომხდარა.

„კონკურენტები სერია ა-ში ? იტალიაში ბევრი ძლიერი და გამორჩეული გუნდია და ჩვენ მათთან თამაში სეზონში მინიმუმ ორჯერ მოგვიწევს. მნიშნელობა არ აქვს, როდის შევხვდებით მათ, მაგრამ როდესაც ეს მოხდება ჩვენ მზად უნდა ვიყოთ.

„იუვენტუსის, ინტერის, რომას, ნაპოლის და სხვა გრანდების წინააღმდეგ თამაში მარტივი არასოდესაა, რადგან მათ გამორჩეული ფეხბურთელები ჰყავთ, ამიტომ ჩვენ მომდევნო სეზონში მოდუნების საშუალება არ გვექნება.

„საუკეთესო მომენტი გასულ სეზონში ? პერსონალურ დონეზე ჩემთვის იუვენტუსის კარში გატანილი გოლი გამორჩეული მომენტი იყო. ეს მილანის მაისურით გატანილი პირველი გოლია, რომელიც არასოდეს დამავიწყდება.

„ჟირუ ? ის შესანიშნავი ადამიანი და გამორჩეული ფეხბურთელია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის და მსოფლიო ჩემპიონატის ტიტულები აქვს მოგებული და უკვე წლებია, საფრანგეთს ნაკრებში თამაშობს. მას გუნდური თამაში ძალიან უყვარს და დარწმუნებული ვარ, რომ ის გუნდს ძალიან დაემხარება.“