Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტომორი:“ მალდინი ნამდვილი ლეგენდაა…“

ფიკაიო ტომორიმ Corriere dello Sport-თან ინტერვიუში საინტერესო თემებზე ისაუბრა.

„მილანში მოსვლის პირველივე დღიდან მე ყველა შესანიშნავად დამხვდა. აქ შესანიშნავი გარემოა, არაჩვეულებრივი სავარჯიშო ბაზა და ყველაფერი იმისთვის, რომ განვითარდე და გამარჯვებებისთვის იბრძოლო. მილანში ყოფნა ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა.

„მილანის მიზნები მომდევნო სეზონში ? ჩვენთვის შუძლებელი არაფერია, მილანი ყოველთვის გამარჯვებისთვის თამაშობს. ჩვენ ახალგაზრდული გუნდი გვყავს, რომელიც თამაშიდან თამაშამდე ვითარდება და გასულ სეზონშ დაკავებული მეორე ადგილი კიდევ ერთი ნათელი დასტურია იმისა, რომ გუნდი სწორ გზაზე დგას. ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ გუნდი იქ უნდა დავაბრუნოთ, სადაც ისტორიულად მისი ადგილია.

„ჩემს ტრანსფერზე დახარჯული ფული ? მილანმა ამ ნაბიჯით ძალიან დიდი ნდობა გამომიცხადა, რაც ჩემთვის ძალიან დიდი პატივი და მოტივაციაა. მე პირველივე წუთიდან მივხვდი, რომ როსონერი ჩემთვის იდეალური გუნდია.

„კიაერი და რომანიოლი ? ჩვენ ორ შესანიშნავ ჩემპიონზე ვსაუბრობთ, რომლებიც როგორც მოედანზე, ასევე მის მიღმა ძალიან მეხმარებიან. რომანიოლი ჩვენი კაპიტანია, რომელიც ინგლისურად მესაუბრება და ყოველთვის გვერდში მიდგას, მასთან და კიაერთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.

„პიოლი ? ის დეტალებს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს და მისგან ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობ. ის თავადაც მცველი იყო და მან შესანიშნავად იცის, თუ რა პუნქტებს უნდა დავუთმო მეტი ყურადღება, როგორ შევარჩიო სწორი პოზიცია და სხვა.

„იბრა ? ის ლიდერია, რომელსაც უბრალოდ სიტყვებით ნებისმიერი ფეხბურთელისგან მაქსიმუმის მიღება შეუძლია. ზლატანი ნამდვილი ჩემპიონია.

„ჟირუ ? ის დიდებული ფორვარდი და შესანიშნავი ადამიანია. მას გამორჩეულ გუნდებში უთამაშია, კარიერაში ძალიან ბევრი გოლი აქვს გატანილი და რაც ყველაზე მნიშნელოვანია, უამრავი ტიტული აქვს მოპოვებული. მისი გამოცდილება ძალიან გამოგვადგება.

„მალდინი ? ზოგჯერ კვლავაც არ მჯერა, რომ მე მას ვესაუბრები. ის ნამდვილი მითი, ლეგენდაა, რომლისგანაც მე ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვსწავლობ.

„ჩემი მომავალი ? საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ იმედი მაქვს, რომ მწვრთნელი გავხდები, თუმცა ახლა ჩემი ფიქრები მხოლოდ მილანზეა და იმედი მაქვს, რომ წინ ერთად წარმატებული თავგადასავალი გველოდება.“