Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტომორი:“ მილანში ბედნიერი ვარ“

ფიკაიო ტომორიმ მანჩესტერთან გასამართი მატჩის წინ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.

„ჩვენ ვიცით, რომ ორივე გუნდისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია, რომელიც ძალიან რთული იქნება. ჩვენ ორი გამორჩეული გუნდი ვართ, უდიდესი ტრადიციებით და მაყურებლებს ძალიან კარგი შეხვედრა ელოდებათ.

„ჩვენ მანჩესტერი შევისწავლეთ, მათ ძალიან სწრაფი შემტევები ჰყავთ და იმედი მაქვს, რომ ჩემი ინგლისში თამაშის გამოცდილება გამოგვადგება.“

პაოლო მალდინიმ ტომორიზე ძალიან დადებითად ისაუბრა.

„როდესაც მალდინისნაირი ლეგენდა შენზე ასე კარგად საუბრობს, ნამდვილად დიდი პატივია. მისი სიტყვები მე დამატებით თავდაჯერებულობას მაძლევს. მინდა გავაგრძელო ის, რასაც ვაკეთებ და გუნდისთვის და თანაგუნდელებისთვის ვიბრძოლო. მომავალში რა მოხდება ამას ერთად ვნახავთ.

„მე გარკვეულ ასპექტებში ადაპტაცია კვლავ მჭირდება. ენის ბარიერი მადარდებდა, თუმცა საბედნიეროდ ბევრი ფეხბურთელი ინგლისურად საუბრობს, მე კი პარალელურად იტალიურს ვსწავლობ, მაგრამ ეს მარტივი არ არის.

„აქ ყოფნით ბედნიერი ვარ და მსურს, რომ მილანში ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო.

„იტალია ინგლისისგან განსხვავებულია, აქ უკეთესი საჭმელი და ამინდია…“