Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტომორი:“ მილანში გადასვლა სწორი გადაწყვეტილება იყო“

მილანის უკანახაზელის ფიკაიო ტომორის აზრით, მილანში ტრანსფერი მისთვის სწორი გადაწყვეტილება იყო.

მილანში კარგი თამაშის გამო, ტომორი ინგლისის ნაკრებში გამოიძახეს და ტომორის თქმით, ეს სწორედ როსონერის დამსახურებაა.

„ჩელსიში საკმაოდ რთული პერიოდი გამოვიარე. სათამაშო დროის ნაკლებობა ყველა ფეხბურთელისთვის მძიმე გადასატანია და როდესაც ჩემი გაფორმების სურვილი ისეთმა დიდმა გუნდმა გამოთქვა, როგორიც მილანია, მე ბევრი არ მიფიქრია.

„თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გადაწყვეტილებით ბედნიერი ვარ, რადგან ყველაფერი კარგად მიდის და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ მე ნაკრებში თამაშის საშუალება მომეცა.

„ჩვენ ახალი სეზონი ძალიან კარგად დავიწყეთ, გუნდი მე მენდობა, რაც თავდაჯერებულობას კიდევ უფრო მმატებს.“