Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტომორი:“ სახლში თამაში უფრო გაგვიადვილდება“

ფიკაიო ტომორიმ ჯენოასთან ამტჩის შემდეგ Milan TV-სთან ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ სახლში 3 ქულა მოგვეპოვებინა. ჯენოა ძალიან კარგი გუნდია და ჩვენ გაგვიჭირდა, მაგრამ 2-თვიანი პაუზის შემდეგ სან სიროზე გამარჯვება მოვიპოვეთ.

„ეს 3 ქულა ჩვენ თავდაჯერებულობას დაგვიბრუნებს და საშინაო მატჩებში შემდეგ ტურებში უფრო კარგად ვიასპარეზებთ, თუმცა სასუოლოს წინააღმდეგ კიდევ ერთი ურთულესი შეხვედრა გველოდება.

„ჩვენი მეტოქეების მატჩები ? ჩვენ მხოლოდ ჩვენს შეხვედრებზე ვართ კონცენტრირებულები, რადგან ყველაფერი ჩვენს ხელშია და მეტოქეებზე დამოკიდებულები არ ვართ.

„ჩვენი მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე დაბრუნებაა, სადაც მილანის ადგილია. როსონერი ყოველთვის ამბიციური და მაღალი მიზნებისთვის უნდა იბრძოდეს.“