Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტომორი:“ ქომაგებთან ერთად, ჩვენ ლივერპულის დამარცხება შეგვიძლია“

სტეფანო პიოლის შემდეგ (იხილეთ აქ), ლივერპულთან მატჩისც წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ფიკაიო ტომორიმაც ისაუბრა.

„ჩვენ ყველა მატჩში მოედანზე გამარჯვება გვსურს, ეს ჩვენი მენტალობის ნაწილია და ვფიქრობ, რომ ჩვენს ქომაგებთან ერთად ამის უფრო დიდი შანსი გვექნება. სასურველი შედეგის მოსაპოვებლად მილანი 100 პროცენტით დაიხარჯება.

„ლივერპულს ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ სუსტები არც ჩვენ ვართ. ისინი ძალიან ინტენსიურ და ხარისხიან თამაშს აჩვენებენ, რითიც როგორც ჩემპიონთა ლიგაზე, ასევე პერმიერ ლიგაში ძალიან კარგი შედეგები აქვთ, მაგრამ ბოლო პერიოდში საკადრის დონეს მილანიც უბრუნდება და მარტივი მეტოქე რომ არავისთვის ვართ, ეს უკვე დავამტკიცეთ კიდეც.

„ლივერპულთან პირველი შეხვედრა ბევრისთვის ჩემპიონთა ლიგაზე პირველი აღმოჩნდა, რამაც თავისი გავლენა იქონია, მაგრამ მაშინაც კი ჩვენ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ, ახლა კი გუნდი გაცილებით განვითარებულია და ჩვენ ასეთი დონის შეხვედრებისთვის მზად ვართ.

„კიაერი ? ის გუნდის მნიშვნელოვანი წევრია და მისი არყოფნის დროს თითოეულმა ჩვენგანმა უფრო მეტი უნდა იმუშაოს, რომ მისი დანაკლისის ამოვსება მოვახერხოთ.“