Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტომორი:“ წინ რთული დაპირისპირება გველოდება, ამიტომ თავიდანვე კარგად უნდა დავიწყოთ…“

მილანის უკანახაზელმა ფიკაიო ტომორიმ ატალანტასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

სასტარტო შემადგენლობები და პირდაპირი ტრანსლაციის ლინკები იხილეთ აქ.

„ჩვენ ატალანტასთან მატჩში არაერთხელ დავრწმუნდით, რომ მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი არასოდეს არის, ამიტომ ჩვენ მოედანზე მაქსიმალური კონცენტრაციით უნდა გავიდეთ და თავიდანვე კარგი სტარტი ავიღოთ, რაც გასულ ტურში არ გამოგვივიდა.

„ჩვენი ერთადერთი მიზანი დღეს გამარჯვებაა, თუმცა ამისთვის იმ შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს, რომლებიც პირველ ტურში გვქონდა.

„კარის მშრალად შენახვა ? რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, მაგრამ მთავარი 3 ქულის მოპოვებაა.“