Calcio

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან

ტომორი:“ 100 პროცენტით მილანზე ვარ კონცენტრირებული…“

მილანის ახალწვეულმა ფიკაიო ტომორიმ BBC-სთან ინტერვიუში საკუთარი მიზნები დაასახელა.

„ვფიქრობ თუ არა ჩელსიზე ? აქ საფიქრალი არაფერია, იმ მომენტიდან, როდესაც მე მილანის ფეხბურთელი გავხდი, ჩემი კონცენტრაცია სრულიად როსონერიზეა გადატანილი.

„მე ძალიან ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ ასეთი დიდი ისტორიის მქონე გუნდში ვთამაშობ და უმაღლესი მიზნებისთვის ვიბრძვი. იმედი მაქვს, სეზონის ბოლოს სკუდეტოს მოგებას მოვახერხებ და ინგლისის ნაკრებში ადგილის მოპოვებას შევძლებ.”