Calcio.Ge

ყველა სიახლე იტალიური ფეხბურთის სამყაროდან.

ტონალიმ მილანში ნომერი აირჩია

მილანი და ბრეშა ტონალის ტრანსფერზე უკვე რამდენიმე დღეა შეთანხმდნენ და ახალგაზრდა იტალიელის მილანში გადასვლა დროის საკითხია.

Sky Sport-ის მტკიცებით, სანდრომ მილანში 8-ნომრიანი მაისური აირჩია. ამის მიზეზი კი ჯენარო გატუზოა, რომელიც მისი ბავშვობის კუმირი და საყვარელი ფეხბურთელი იყო.

დი მარციოს მტკიცებით, ფეხბურთელმა თავად გატუზოს დაურეკა და მისი ყოფილი მაისურის ჩაცმაზე უფლება აიღო, რაზეც გატუზომ, რა თქმა უნდა, თანხმობა განუცხადა.

უახლოეს საათებში ტონალის მილანში ელიან, რომ სამედიცინო შემოწმება გაიაროს და გუნდთან კონტრაქტი გააფორმოს.

Leave a Reply

Your email address will not be published.